среда, 21 июля 2010 г.

ქეთი სისორდიამ დამაძრო ხელები

1.პროექტის სახელი:ბაღები,პარკები და ისტორია
2.პროექტის მოკლე აღწერა:ბაღებისა და პარკების შექმნის ისტორიის გაცნობა,მათი დანიშნულებისა და როლის შესახებ საზოგადოების განვითარების სხვადასხვა პერიოდსა და თანამედროვე ცხოვრებაში,ქარტული საბაღო სტილის განვითარებისა და საქართველოში არსებული ბაღებისა და პარკების გაცნობა.
3.პროექტის სრული აღწერა:ბაღებისა და პარკების ისტორიის გაცნობის მიზნით მოსწავლეები ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ მასალას და გაარკვევიან ბაღების თავდაპირველი დანიშნულების შესახებ.ცივილიზაციის საწყის ეტაპზე ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლით ადამიანი იწყბს საცხოვრებელთან სასარგებლო მცენარეების თავმოყრას,კულტურის განვიტარების მიხედვით ნარგავებს მოხდენილი სახე მისცა.პირველი ბაღები კი გაჩნდა ძველ აღმოსავლეთში სადაც ისინი არა მარტო სასიამოვნო სანახაობას წარმოადგენდნენ,არამედ კლიმატური პირობების გამო დიდ როლს ასრულებდნენ.აღმოსავლეთის საბაღო სტილში გამოიყოფა ორი მიმართულება არიული და სემიტური.მოსწავლეები შეძლებენ განასხვაონ ეს ორი სტილი.არიული სტილის პარკებში ცხოველებსაც ათავსედნენ და ნადირობისთვისაც იყენებდნენ,ეს იყო იგივე ცხოველთა ბაღები–პარადიზები.სემიტური სტილის ბაღები უფრო პატარა და შემოღობილი იყო.მისი უძველესი ნიმუშია "ბაბილონის კიდული ბაღები" სადაც განსაკუთრებული ადგილ წყალს ეკავა.
კლასიკური სტილის ბაღებად მიჩნეულია ძველი ბერძნული და რომაულისადაც ნარგავების მოწყობისას ესთეტიკური მხარე უფრო მეტ მნიშვნელობას იძენდა.
მოსწავლეები შეძლებენ განსაზღვრონ რა გავლენა იქონია რელიგიურმა რწმენამ ბაღების მოწყობაზე შუა საუკუნეების ევროპაში.ქრისტიანული მონასტრების ბაღებში ხეივნები ჯვრისებურად იყოფოდა ცენტრში შადრევანით ან ვარდის ბუჩქით ეს იყო სიმბოლოები იესო ქრისტესი და მარიამ ღვთისმშობლის.ბაღი ქრისტიანებისთვის ცხოვრების საწყისს, ხოლო მაჰმადიანებისთვის ცხოვრების გზის დასასრულს წარმოადგენდა.ბიბლიის მიხედვით პირველ ადამიანებს ღმერთმა ბაღში–ედემში მიუჩინა ადგილი.და ბაღი სამოთხის სიმბოლოს წარმოადგენდა და ეს დატვირთვა საბაღო ხელოვნების ყველა სტილს შემორჩა.
მოსწავლეები გაარკევენ აღორძინების ეპოქის როლს საბაღო ხელოვნებაში.ბაღებში ერთმანეთს შეერწყა თავისუფალი ადამიანი და გარდაქმნილი ბუნება,სადაც ადამიანები არამარტო ერთობოდნენ,არამედ ოფიციალურ მიღებებსაც მართავდნენ,ბაღის სიმდიდრე თანდათან პრესტიჟულ აუცილებლობად გადაიქცა მაღალი წოდებისათვის.ცნობილია ფრანგული საპარკო ხელოვნება და კლასიციზმი ყველაზე მკაფიოდ ვერსალის ბაღებში გამოვლინდა,იგი 300 წლის მანძილზე და ამჟმადაც სამყაროს კარნახობს,რა დიდი პოტენციური შესაძლებლობა გააჩნია ადამიანის გონებას.ყველა ეპოქისა და სტილის ევროპულ ბაღების უმეტესობაში იყო ლაბირინთები.
მოსწავლეები შეძლებენ შეადარონ საქართველოში არსებული ბაღების შესახებ მასალები, რომლებიც ძირითადად წერილობით წყაროებში მოიპოვება:ძველი კოლხეთის მხატვრული ბაღების შესახებ მასალებს გავაწვდის თქმულება არგონავტებზეანტიკური კულტურის ნიშნებით.აღმოსავლეთ საქრთველოში მებაღეობის განვითარებაზე გავლენა მოახდინა ძველი აღმოსავლეთის საბაღო კულტურამ.საქართველოში ძველად იყენებდნენ მხატვრული ბაღის შესატყვისს ტერმინებს "სამოთხე" და "წალკოტი" მოსწავლეები დაადგენენ,რომ თბილისის ერთ ერთ ისტორიულ უბანში სეიდაბადში უძველესი დროიდან სამეფო ბაღი იყო გაშენებული,სადაც ქართველი მეფეები სპარსეთის და ოსმალეთის სამეფოკარის წარმომადგენლებს იღბედნენ.მოსწავლეები პარალელებს გაავლებენ თანამედროვე საპარკო ხელოვნებასთან და მის ფონზე საქართველოში და მშობლიურ ქალაქში არსებული ბაღებისა და პარკების მდგომარეობისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელობის როლს უკეთ განსაზღვრავენ.შეადგენენ ქალაქში არსებული ბაღის ან პარკის გეგმას და დაასაბუთებენ თავიანთ მოსაზრებებს თუ რას შეცვლიან ან დაამატებენ პარკის კეთილმოწყობისთვის და გაიგებენ რა არის ბაღებისა და პარკების პირვანდელი სილამაზის შესანარჩუნებისას ყველაზე მთავარი პრობლემა და როგორია მმისი დაძლევის გზები, რამდენად მინიშვნელოვანია სისუფთავის დაცვა პარკის ესთეტიკური მხარის შესაგრძნობად.უკეთ დაინახავენ ბუნების სილამაზისა და ხელოვნების შერწყმისას როგორ იცვლება ადამიანის განწყობა.
დაადგენენ რა კავშირი აქვს ადამიანის სულიერ სამყაროსთან ბაღებს რომელმაც დიდი როლი შეასრულა ხელოვნებისათვის უდიდესი მასალის მიწოდებაში.მათ გარეშე წარმოუგენელია პოეზია,განსაკუთრებით ძველი ამოსავლეთის.მოიძევენ მასალას ლიტერატურიდან რომელი მწერლების შემოქმედებაში მოიხსენიება ბაღები.ასევე განიხილავენ მხატვრების შემოქმედებას ამ კუთხით.მოიძევენ მასალას ისტორიული პიროვნებების შესახებ რომელთა ცხოვრების მომენტები უკავშირდება ბაღებს.ბოლოს გაააკეთებენ დასკვნას როგორ აისახა კაცობრიობის სულიერი სამყარო ბაღებში
4.მონაწილეთა ასაკი:15–16წელი
5.ვადები:1თვე
6.პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:კლასი დაიყოფა 5 ჯგუფად თითოეული ჯგუფი გაინაწილებს დავალებებს ეპოქების მიხედვით მოიძევენ მასალას ინტერნეტიდან,წიგნებიდან და თითეული ჯგუფი შექმნის ქალაქის პარკის გეგმას.
7.მოსალოდნელი შედეგები:შეიქმნება ვრცელი მასალა ბაღებისა და პარკების ისტორიის შესახებ, მოსწავლეები პროექტზე მუშაობისას შეიძენენ ურტიერთ თანამშრომლობის , კომუნიკაციის უნარს, ამაღლდება მათი ესთეთიკური დონე.
8.სარგებელი სხვებისათვის:მასალა ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოების ფართო წრისათვის
9.სამუშაო ენა:ქართული
10.საგნებთან|საგნობრივ ჯგუფ. კავშირი:ისტორია, ხელოვნება, ლიტერატურა, გეოგრაფია
11.პროექტის ფასილიტატორის ვინაობა:ქეთევან სისორდია
12.პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა:ketisisordia@mail.com
13პროექტის ფორუმი:
14.პროექტის ვებ ბლოგი:ketisisordia.blogspot.com